დღეიდან, სწავლა სკოლებში დაწყებითი კლასელებისთვის, I-VI კლასებში განახლდება.
მთავრობის გადაწყვეტილებით, პირველი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში, საკლასო ოთახებში სწავლას პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები განაგრძობენ, ფოთსა და გორში კი საკლასო ოთახებში სწავლას ყველა კლასის მოსწავლეები შეძლებენ.
ამის მიუხედავად, მშობლებს შეუძლიათ აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა.











