დღეიდან, „თბილისი ენერჯის“ კომერციული აბონენტებისთვის, გარდა პურის საწარმოებისა, ბუნებრივი აირის ღირებულება ერთ კუბურ მეტრზე 24 თეთრით გაძვირდება.
გადაწყვეტილების შესახებ კომპანიამ, მომხმარებლები დეკემბრის დასაწყისში გააფრთხილა.
„თბილისი ენერჯი” კომერციული ტარიფის გაძვირების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ლარის კურსის გაუფასურებას ასახელებს.











