ბოლო მონაცემებით, დღეს საქართველოში, ბინაზე კოვიდინფიცირებული 11 809 ადამიანი მკურნალობს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
„4 209 პაციენტი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 106, აჭარაში – 696. მძიმე პაციენტი გვყავს 511, მათ შორის, თბილისში – 255, აჭარაში – 78. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 128 პირი – მათ შორის, თბილისში – 70, აჭარაში – 29. 2 346 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 826 – აჭარაში, ხოლო 1 234 – თბილისში. 11 809 ადამიანი მკურნალობს ბინაზე, კლინიკური მართვის ახალი მოდელის შესაბამისად“,- აღნიშნავს მეზვრიშვილი.
დღეს ქვეყანაში ვირუსის სულ 1709 შემთხვევა გამოვლინდა. ასევე, გამოჯანმრთელდა 2075 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 20.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 3324 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4209, კოვიდ-სასტუმროში – 2346, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.











