“წინა პერიოდში, ჩვენ გავაკეთეთ სხვადასხვა ეპიდვითარების მოდელირებები. დღეს ჩვენ ყველაზე ცუდი სცენარით მიმდინარეობა გვაქვს“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ძალიან მინდა, რომ ეს ასე არ გაგრძელდეს და ყველაფერს გავაკეთებ, რომ მაქსიმალურად ვმართოთ ინფექცია. მეორე ტალღის დროს, ჩვენ ძალიან ხშირად გვესმოდა საყვედური ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის გამო. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ გარდა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლისა, თავად მოსახლეობის კულტურა საკუთარი ჯანმრთელობის მართვაში“, – აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.











