ნატოს გენერალური მდივნი ჯეიმს აპატურაი დღეს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს შეხვდება.
აღსანიშნავია, რომ ეს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის რანგში მისი ბოლო ვიზიტია.
„აპატურაი ნატოს საკმაოდ მაღალი დონის წარმომადგენელია და განსაკუთრებული ემოციური დამოკიდებულება აქვს ჩვენს ქვეყანას. რეალურად მისი ჩამოსვლა გამოხატავს იმ ამოცანას, რაც ნატოს აქვს – ახლოს ჰყავდეს მოკავშირე ამ მეტად რთულ ვითარებაში“, – აცხადებს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.
შეგახსენებთ, აპატურაი საქართველოში 29 ივნისს ჩამოვიდა.











