ფარმაკოლოგიური კომპანია AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ შექმნილი ვაქცინა ადამიანების 70,4%-ს კორონავირუსით ინფიცირებისაგან იცავს. ინფორმაციას Guardian-ი ავრცელებს.
მათი განცხადებით, კვლევებმა აჩვენა, რომ ვაქცინა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის, მათ შორის მოხუცებისთვის, ეფექტურია.
კვლევაში მონაწილეობა 20 ათასზე მეტმა მოხალისემ მიიღო. პროცესი დიდ ბრიტანეთსა და ბრაზილიაში მიმდინარეობდა. მათ შორის, ვინც ვაქცინის 2 დოზა მიიღო, კორონავირუსი 30 ადამიანს გამოუვლინდა. პლაცებოს მიღების შემთხვევაში კი ინფიცირებულთა რაოდენობამ 101 შეადგინა.
„დღეს კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა იმ პერიოდთან მისაახლოვებლად, როდესაც ვაქცინების გამოყენება, დაასრულებს იმ შედეგებს, რაც კოვიდის პანდემიამ გამოიწვია. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა მარეგულირებლებს დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ“,- აცხადებს ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინოლოგიის პროფესორი, სარა გილბერტი.











