ევროკავშირის ელჩი მდინარე ენგურში გარდაცვლილი 4 საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება. მისი თქმით, ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რა შედეგი მოაქვს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას.
„დღეს მდინარე ენგურში ტრაგიკულად დაკარგულ ოთხ სიცოცხლეს ვგლოვობთ და მათ ოჯახებსა და ახლობლებს ვუსამძიმრებთ. ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რა შედეგი მოაქვს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას და რამდენად აუცილებელია, რომ სასწრაფოდ გაძლიერდეს თანამშრომლობა და კონფლიქტის მოგვარებაზე მიმართული ძალისხმევა“, – ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი.










