„ვენეციის კომისიის თანხმობით და მათთან კონსულტაციებით, ჩვენ პარტიების დაფინანსების წესზე გავაკეთეთ ძალიან დემოკრატიული რეფორმა. კერძოდ, შემოვიღეთ პარტიების დაფინანსების გამჭვირვალე და სამართლიანი წესი, რომელსაც ეთანხმებოდნენ ოპოზიციური პარტიები, ეს მათთან ერთად მოხდა”,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
“შესაბამისად, დღეს დაფინანების სისტემაზე კითხვები აღარ არსებობს. დღეს მოცემული დაფინანსების სისტემა არის გამჭვირვალე. დაფინანსების ახალ წესში პარტიული დაფინსება მიბმულია ბარიერზე, შესაბამისად, ამ კუთხით აქ არაფერი იცვლება.
ჩვენ ვითვალისწინებთ განწყობებს და იმ ლეგიტიმურ არგუმენტებს, რომელიც არაერთ მოქალაქეს აქვს ჩვენს ქვეყანაში, საუბარი გახლავთ პარტიებზე, რომლებიც შესაძლოა, არ შემოსულიყვნენ პარლამენტში. 6 მილიონიან დაფინანზეა საუბარი, წარმოიდგინეთ მოქალაქეების გადასახადებიდან 6 მილიონი ლარი არსებული კანონმდებლობით შესაძლოა, მოხმარებოდა ისეთ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც აირჩიეს მოქალაქეებმა, მაგრამ მათ უარი თქვეს პარლამენტში საკუთარი ფუნქციის შესრულებაზე“, – განაცხადა თალაკვაძემ.










