„დღეს პირველი ნიშანი გამოიკვეთა მთლიანად ქვეყანაში, როდესაც მრუდმა დაიწია, მაგრამ ეს არავითარი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს“,- ამის შესახებ დაავადემათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ აჭარაში გამარტულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მთავრია მრუდის დახრა გარკვეული დღეების განმავლობაში შენარჩუნდეს.
დღეს პირველი ნიშანი გამოიკვეთა მთლიანად ქვეყანაში, როდესაც მრუდმა დაიწია, მაგრამ ეს არავითარი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს. ჩვენ ოდნავ დავმშვიდდებით, თუ ამ მრუდს ექნება მდგრადი ხასიათი რამდენიმე დღის განმავლობაში. ყველა ის რეკომენდაცია, რაზეც ვსაუბრობთ და თავი მოგაწყინეთ ძალაშია და კიდევ უნდა გამკაცრდეს, რომ როგორმე ეს მრუდის დახრილობა შევინარჩუნოთ“,- განაცხადა გამყრელიძემ.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟამად ინფიცრებულების რაოდენობა 2937-ს შეადგენს.
ასევე, დაგაინტერესებთ: კორონავირუსის შედეგები საქართველოს რეგიონების მიხედვით – 17 სექტემბრის მონაცემები
VIDEO: ჯოჯოხეთური ვირუსია ხალხო, ძალიან მძიმეა გამორიცხეთ, რომ არ არსებობს – თაკო ჩარკვიანი











