დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან რიოსნი ხეობის მცველების მხარდამჭერი აქცია გაიმართება. როგორც ორგანიზაცია „ალტერნატივას“ ლიდერმა, მწერალმა ალექსანდრე პაიკიძემ განაცხადა, საპროტესტო აქციები იქამდე გაგრძელდება, ვიდრე საკითხი არ მოგვარდება.
„18:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან რიონის მცველების მხარდამჭერი სოლიდარობის აქცია გაიმართება. ეს არ გახლავთ ერთი რომელიმე ორგანიზაციის აქცია, აბსოლუტურად სახალხო იქნება იმ ხალხის მხარდაჭერა, რომელთა უფლებები უკვე რამდენიმე თვეა იზღუდება.
ეს არ იქნება ერთდღიანი აქცია, ეს პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ რიონის ხეობის მცველები და სახელმწიფო არ დაუბრუნდება იმ პირობებს და მოთხოვნებს, რომელიც ხეობის მცველებმა დააყენეს, საუბარია დიალოგზე. შესაბამისად, ეს ერთდღიანი პროცესი არ იქნება“, – განაცხადა პაიკიძემ.
ცნობისთვის, „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ რიონისპირა სოფლების მცხოვრებლებმა საზოგადოებრივი მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დააფუძნეს. ისინი „ნამახვანჰესის“ მშენებლობას ამ დრომდე აპროტესტებენ.











