დღეს “ნაციონალური მოძრაობა” პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს. სხდომაზე კენჭისყრა გაიმართება და გაირკვევა, შევა თუ არა პარტია პარლმენტში.
როგორც “პრაიმტაიმნიუსთან” საუბრისს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა, მათი მხარდამჭერების მოთხოვნაა, რომ პარტია პარლამენტში შევიდეს.
აღსანიშნავია, რომ “ნაცმოძრაობის” წევრთა ნაწილი პარლამენტში შესვლას მხარს დღემდე არ უჭერს.











