დღეს, 14:00 საათზე, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან “ნაციონალური მოძრაობის” აქცია გაიმართება, ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, დემონსტრაციებზე უნდა მივიდეს ყველა, ვისაც მიაჩნია, რომ ხელისუფლება ახლა რუსეთისა და ბელარუსის სცენარს ავითარებს.










