პარლამენტის დღევანდელ სესიაზე ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატის კენჭისყრა უნდა გაიმართოს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე, გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას გაუწია რეკომენდაცია.
ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის მსურველებთან გასაუბრების პროცესი 9 ივლისს დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობა“ პროცესს გასაუბრების ეტაპზევე გაემიჯნა.
ახალი კოდექსის თანახმად, აუცილებელია, კომისიის წევრები მაღალი კვორუმით აირჩნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი 6 თვით აირჩევიან.











