ყაზახეთში საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.
ყაზახეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნა და ამომრჩევლებს ხმის მიცემა 20:00 საათამდე შეეძლებათ.
ყაზახეთის 2021 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხუთი პარტია მონაწილეობს.
პარლამენტი 107 დეპუტატისგან შედგება, რომელთაგან 98 დეპუტატი პარტიული სიებით, საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი არჩევნების მეშვეობით აირჩევა. პარლამენტში შესასვლელად პარტიებმა 7%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ. 9 დეპუტატს ყაზახეთის სახალხო ასამბლეა ირჩევს.











