“დღეს რომ ჩატარდეს არჩევნები, არათუ 48%-ს, მე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნება ბევრად უფრო მეტს მიიღებდა. ზუსტად ამ ქაოსის გათვალისწინებით და არასწორი ნაბიჯების გათვალისწინებით, რაც პოზიციის მხრიდან არის გადადგმული”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ “პოსტვ-ის” ეთერში განაცხადა.
კობახიძის თქმით, მოსახლეობის ნახევარმა ხმა ოპოზიციას მისცა, თუმცა ახლა ისინი გაბრაზებული არიან, რადგან ბოიკოტის რეჟიმმა მათ იმედი გაუცრუა.
“მოსახლეობის ნახევარმა ხმა მისცა ოპოზიციას და მათი დამოკიდებულება უკვე შეცვლილია იმ ოპოზიციის მიმართ, რომელმაც მათ იმედები უკვე რეალურად გაუცრუა. განსაკუთრებით ეს ეხება კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ელექტორატს, რომლებიც, მათი ელექტორატის შეხედულებით იყო ნაკლებად რადიკალური და ხედავენ ისინი დღეს, ეს ელექტორატი ხედავს, რომ ისინი რაღაც რადიკალურ პროცესებში არიან ჩართული”, – განაცხადა კობახიძემ.











