კორონავირუსის გავრცელების გამო დღეს საქართველოს რამდენიმე დიდ ქალაქსა და სოფელში სასწავლო პროცესი დისტანციურად იწყება.
სწავლა დისტანციურად იწყება თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორში, ფოთში, ბათუმსა და ქობულეთში.
ასევე ხელვაჩაურის, ხულოს, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტსა და ჩხაკაურაში, ასევე გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისში.
დისტანციურად იწყება სწავლა უნივერსიტეტებშიც. სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში პირველი ოქტომბრიდან განახლდება.










