დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი განახლდება. სხდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.
თავად მელია სხდომას არც ამჯერად დაესწრება.
შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს ბრალი 20 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მისი ხელმძღვანელობისთვის აქვს წარდგენილი.









