დღეს თბილისში კორონავირუსის 445 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი დღეა დედაქალაქში კოროანვირუსის შემთხვევების კლება შეინიშნება.
დღეს ქვეყანაში ვირუსის სულ 1709 შემთხვევა გამოვლინდა. ასევე, გამოჯანმრთელდა 2075 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 20.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 3324 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4209, კოვიდ-სასტუმროში – 2346, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.











