ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღესდღეობით ბინაზე 3 ათასზე მეტი პაციენტი მკურნალობს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც იგი განმარტავს, ბინაზე მკურნალობის პროტოკოლი ახლდება და ის ოთხშაბათს გახდება ცნობილი.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 1186 ახალი შემთხვევა გამოვლიდნა, დღეს გამოჯანმრთელდა 278 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 7.











