დღევანდელი დღე ყველას საერთო წარმატებაა, – ასე ეხმაურება „ახალი საქართველოს“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას.
„დღეს საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით მიღებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა უკეთესი და შედარებით სამართლიანი საარჩევნო სისტემის გზაზე. ახლა მთავარია პროცესის ბოლომდე მიყვანა. განვლილმა პერიოდმა ნათლად დაგვანახა, რომ ერთიანობას, თუნდაც თემატურს, ალტერნატივა არ აქვს. დღევანდელი დღე ყველას საერთო წარმატებაა. ძალა ერთობაშია! საქართველო გაიმარჯვებს,“ – აცხადებს გიორგი ვაშაძე.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი 136 ხმით 5-ის წინააღმდეგ დაუჭირა.










