დიდი ბრიტანეთის მედიკამენტებისა და სამედიცინო აღჭურვილობის მარეგულირებელი სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსის ვაქცინა მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი 2 კვირაში იქნება. მათივე თქვით, ვაქცინა კორონავირუსის რაოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებს.
„ვაქცინის ხელმისაწვდომობის შესახებ ახალი ამბავი დამაიმედებელია. ეს ნიშნავს, რომ 2021 წელს დიდი ოპტიმიზმით შევხვდებით. ვაქცინაცია კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობას მნიშვნელოვნად შეამცირებს“, – განაცხადეს სააგენტოში.
მათივე ინფორმაციით, მომავალი კვირიდან ინგლისის 50 სამედიცინო ცენტრში მოსახლეობის ვაქცინაცია დაიწყება.
ბოლო მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის 1.7 მილიონზე მეტი შემთხვევა ფიქრდება, ვირუსს 61 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.











