დიდ ბრიტანეთში Oxford-AstraZeneca-ს კორონავირუსის ვაქცინით პირველი პაციენტი აიცრა.
82 წლის ბრიან პინკერმა კორონავირუსის ვაქცინა ოქსფორდში, Churchill-ის საავადმყოფოში გაიკეთა.
შეგახსენებთ, რომ დღეს დიდ ბრიტანეთში Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინით მოქალაქეების აცრა დაიწყო.











