ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ევროპარლამენტარების საერთო განცხადებას, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევაზე უარის თქმის შესახებ გამოქვეყნდა.
განცხადების ხელმომწერ ევროპარლამენტარებს შორის ვიოლა ფონ კრამონიც არის.
„ეს არის მკაფიო განცხადება საქართველოში მიმდინარე კრიზისის შესახებ. უაღრესად დიდ იმედგაცრუებას იწვევს ყველა ჩვენთაგანისთვის, საქართველოს მეგობრებისთვის, ევროპარლამენტში იმის ხილვა, რომ პოლიტიკური ელიტას არ აქვს ამ არეულობის დასრულების სურვილი. საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს გამოსავალს, რაც შეიძლება მალე”,- წერს კრამონი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
ცნობისთვის, ერთობლივი განცხადებით, ევროპარლამენტარები მწუხარებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები არ ეთანხმებიან ევროკავშირის შუამავლის კრისტიან დანიელსონის წინადადებას. ამის გამო, ევროპარლამენტარები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, ისინი საქართველოსთვის მაკროსაფინანსო დახმარების შეჩერებას მოითხოვენ.











