თორნიკე შენგელია თავის ყოფილ გუნდს „ბასკონიას“ დაემშვიდობა. ქართველმა კალათბურთელმა კლუბის დატოვებამდე ბოლო პრესკონფერენცია გამართა და გუნდის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა.
თავისმხრივ, „ბასკონიას“ სპორტულმა დირექტორმა შენგელიას კლუბის სიმბოლო და წარმატებების მთავარი სულისჩამდგმელი უწოდა.
გამომშვიდობებამდე კლუბის პრესსამსახურმა შენგელიას სპეციალური ვიდეოც მიუძღვნა, რომელიც ქართველი კალათბურთელის „ბასკონიაში“ მოღვაწეობის პერიოდს ეხება.
შეგახსენებთ, რომ 28 წლის კალათბურთელმა მოსკოვის ცსკა-სთან 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა.











