„ქართული ოცნების“ დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ, ვახო ხუზმიაშილის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა.
წამყვანის კითხვაზე კი, შესაძლებელია თუ არა, რეკომენდაციების დაცვით, ტურისტს 21:00 საათის შემდეგ, გადაადგილების საშუალება მიეცეს, პასუხობს, რომ ამის აღსრულების ნაწილი მარტივი არ იქნება.
„შესაძლებელია ამ საკითხის განხილვა, მაგრამ, რა თქმა უნდა, აღსრულების ნაწილი მარტივი არ იქნება. მაგრამ, ჯერ უნდა მივაღიწოთ იმას, რომ ადამიანებს მაქსიმალური დაზღვევის მექანიზმი ჰქონდეთ, რომ ისინი სხვისთვის გადამდებები არ იქნებიან. თუკი ამ წესებს დავიცავთ. რა თქმა უნდ ამ რეგულაცების განხილვა შეიძლება,“ – განაცხადა ხუნდაძემ.











