“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი შაშკინი ადასტურებს, რომ ბოლნისში იარაღით გადაადგილდება. როგორც შაშკინი აცხადებს, რომ მას უფლება აქვს, იარაღი ატაროს.
“მე მაქვს უფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ვატარო იარაღი. მე არ ვიყავი საარჩევნო უბანში, ვჯდებოდი მანქანაში, რომლის დროს “ქართული ოცნების” საწყალმა პროვოკატორებმა გადამიღეს. მე არა მაქვს უფლება საარჩევნო უბანში შესვლის, რადგან ვარ კანდიდატი, აქედან გამომდინარე, თეორიულად საარჩევნო უბანზე ვერც ვიქნებოდი”,- განაცხადა “იმედის” ეთერში შაშკინმა.
ინფორმაციისთვის, რამდენიმე წუთის წინ „იმედინიუსმა“ გაავრცელა სურათი, რომელზეც , „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი შაშკინია გადაღებული.
სააგენტოს ცნობით, ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა. ასევე არსებული ინფორმაციით, ფოტო ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერშია გადაღებული. ფოტოზე ჩანს, რომ შაშკინი აქტივისტებთან ერთად იმყოფება და შეიარაღებულია.











