პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპონენტების შეფასებებს, „ქართული ოცნების“ სიის 20ეულის შესახებ, გამოეხმაურა.
„ღიმილის მომგვრელია, ოპოზიციის ძველი დისკრედიტირებული სახეები ჩვენ გვაკრიტიკებენ იმაში, რომ განახლებული გუნდი არ წარმოვადგინეთ. მაშინ როდესაც გუშინ მთელმა საზოგადოებამ დაინახა, რომ 20ეული, რაც ჩვენ წარვადგინეთ მნიშვნელოვნად მოიცავს ახალ სახეებს და გამოცდილ პოლიტიკოსებს, ჩვენი გუნდის ლიდერებს.
ცდებიან ასევე მათემატიკაში, როგორც ყოველთვის მანიპულირებენ, ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ ოცეული, ოპონენტები კი საუბრობენ ათეულზე. ჩვენ საზოგადოებას ვეუბნებით, რომ გვაქვს დიდი მხარდაჭერა, ოპოზიციის ნაწილი, დისკრედიტირებული ნაწილი – ხშირ შემთხვევაში დამნაშავეები, საუბრობენ რომ მათ აქვთ უფრო მეტი მხარდაჭერა, მაშინ როცა მაჟორიტარობის კანდიდატები ბევრ მათგანს ჯერ არ დაუსახელებია, რომ არაფერი ვთქვათ ათეულზე და ოცეულზე.“,- განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ პარტიული სიის 20ეული დაასახელა.











