ის შეთანხმების ფანჯარა, რომელიც გაიხსნა გუშინ, უნდა გამოვიყენოთ, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ შარლ მიშელის ახალ დოკუმენტზე საუბრისას განაცხადა.
ვაშაძის თქმით, დოკუმენტში არის ყველა ფუნდამენტი შექმნილი, რომელმაც შეიძლება ქვეყანა პოლიტიკური ჩიხიდან იხსნას.
“ვწუხვარ, რომ “ქართულმა ოცნებამ” კვლავ ბოიკოტი გამოუცხადა დასავლეთს და პრინციპულად არ მოვიდნენ ამ მოლაპარაკებებზე. ეს არის ძალიან ცუდი ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ ამით მათ რეალურად აჩვენეს საკუთარი სახე მთელს დასავლეთს.
მათი გათვლა იყო, რომ ოპოზიცია რადიკალურად მიუდგებოდა ამ დოკუმენტს და უარს იტყოდა ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე, რაზეც შემდეგ იტყოდნენ, რომ ოპოზიცია არაფერს არ თანხმდება და ა.შ.
ჩვენ, “სტრატეგია აღმაშენებელს” მიგვაჩნია, რომ ის შეთანხმების ფანჯარა, რომელიც გაიხსნა გუშინ, უნდა გამოვიყენოთ.
მე აბსოლუტურად მესმის, რომ შეიძლება ამ დოკუმენტის ყველა კომპონენტი არ მოგვწონდეს, მაგრამ ამ დოკუმენტში არის ყველა ფუნდამენტი შექმნილი, რომელმაც შეიძლება ქვეყანა პოლიტიკური ჩიხიდან იხსნას,” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
რა წერია შარლ მიშელის შეთავაზებულ ახალ დოკუმენტში და ვინ მოაწერს ხელს











