აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ვებგვერდზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა.
ამის შესახებ ტრამპის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა ტიმ მერტოუმ სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ დაწერა.
„ამ საღამოს ტრამპის საარჩევნო კამპანიის ვებგვერდი დააზიანეს. ჩვენ სამართალდამცველებთან ერთად ვმუშაობთ და ვეძებთ წყაროს, საიდანაც თავდასხმა მოხდა“, – წერს ტიმ მერტოუ.
Earlier this evening, the Trump campaign website was defaced and we are working with law enforcement authorities to investigate the source of the attack. There was no exposure to sensitive data because none of it is actually stored on the site. The website has been restored.
— Tim Murtaugh (@TimMurtaugh) October 28, 2020











