აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა TikTok-ისა და WeChat-ის პროგრამების აკრძალვის ბრძანებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემი ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება 45 დღეში უნდა შესრულდეს.
„აშშ-მ საკუთარი ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით TikTok-ის მფლობელების წინააღმდეგ აგრესიული ქმედება უნდა განახორციელოს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მოქმედი კომპანიების კუთვნილი და შექმნილი მობილური აპლიკაციები აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას, საგარეო პოლიტიკასა და ეკონომიკას საფრთხეს უქმნის,“- აღნიშნულია პრეზიდენტის განკარგულებაში.











