პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში 11-დან 24 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ დოკუმენტშია საუბარი.
დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ფედერალურ მთავრობას საშუალებას აძლევს, რომ ვაშინგტონისთვის დაჩქარებულ რეჟიმში საშუალებები გამოყოს.
ცნობილია, რომ კაპიტოლიუმში საპროტესტო აქციის მონაწილეების შეჭრის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს შორის პირველი შეხვედრა გაიმართა. სწორედ მაიკ პენსთან შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობა. თეთრი სახლის ინფორმაციით, ტრამპი და პენსი შეთანხმდნენ, რომ ის ადამიანები, რომლებიც კაპიტოლიუმში შეიჭრნენ, მოძრაობას „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ არ წარმოადგენენ.











