fbpx
17/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

დროებითი ღონისძიებების მოქმედების ვადის გაგრძელება არავითარ რისკებს არ შეიცავს – ირაკლი კობახიძე 

15:27 ივლისი 14, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
810
ნახვა

„ამ კანონის მოქმედების ვადის გაგრძელება არ შეიცავს არავითარ რისკებს, ამაზე საუბარიც ზედმეტია, მათ შორის, ადამიანის უფლებების არაკონსტიტუციური შეზღუდვის კუთხით და მეორე მხრივ, ამ კანონის მოქმედების ვადის გაგრძელება აუცილებელია, რათა ეფექტიანად განვაგრძოთ აქამდე ეფექტიანად წარმოებული ბრძოლა პანდემიის წინააღმდეგ“,- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„ჩვენ მოვისმინეთ არაერთი სპეკულაციური და დემაგოგიური განცხადება, მარტიდან მოყოლებული, არა მარტო ამ კანონთან დაკავშირებით თავის დროზე, არამედ მარტიდან მოყოლებული, როდესაც მიიღებოდა სხვადასხვა ტიპის ზომა პანდემიასთან საბრძოლველად. თქვენ გახსოვთ, რომ ოპოზიციის კრიტიკის ქვეშ იყო აბსოლუტურად ყველა ზომა, რომელიც იქნა მიღებული პანდემიის წინააღმდეგ და ბოლოს როგორც გაირკვა, თითოეული ეს ზომა აღმოჩნდა არა მარტო ეფექტიანი, არამედ აუცილებელიც იმისთვის, რომ ჩვენ მიგვეღწია იმ შედეგისთვის, რასაც მივაღწიეთ და ეს შედეგი არის ის, რომ საქართველო დღეს არის ერთგვარი მწვანე კუნძული როგორც რეგიონში, ასევე ევროპაში და მსოფლიო მასშტაბითაც კი, ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მონაცემები პანდემიასთან ბრძოლის კუთხით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მიღწეული შედეგების შენარჩუნება მმართველი გუნდისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია.

„ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ მინიმალური შეზღუდვების ძალაში დატოვება, რომელსაც ეს კანონი ითვალისწინებს. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება უკიდურესი ზომაა. ამ შემთხვევაში, გვაქვს იმის საშუალება, რომ არ გამოვაცხადოთ საგანგებო მდგომარეობა, შესაბამისად, მათ შორის, საფრთხის ქვეშ არ დავაყენოთ ის არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს 31 ოქტომბერს და შედარებით რბილი ზომებით, რომელსაც ითვალისწინებს ეს კანონი, ჩვენ შეგვიძლია, განვაგრძოთ პანდემიასთან ეფექტური ბრძოლა და შევინარჩუნოთ ის ვითარება, რომელიც დღესაც არის ჩამოყალიბებული“,- განმარტა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ოპონენტების მხრიდან იყო სპეკულაციური და დემაგოგიური განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ აღნიშნული კანონით საქართველოში 15 ივლისამდე დიქტატურა მყარდებოდა. დეპუტატის თქმით, ეს სრული აბსურდი და ნონსენსია.

„ნახეთ, რომ 15 ივლისამდე საქართველოში არავითარი დიქტატურა არ დამყარებულა და უფრო მეტიც, შეგახსენებთ, რომ ვერავინ ვერ ახსენებს ვერცერთ შემთხვევას, ერთ შემთხვევასაც კი, სადაც ამ კანონის საფუძველზე ვინმეს ადამიანის ძირითადი უფლება არაკონსტიტუციურად შეეზღუდა. ასეთი არცერთი შემთხვევა არ არსებობს, ყველა შემთხვევა იყო აბსოლუტურად რაციონალური და აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ მიგვეღწია ამ კანონით დადგენილი შეზღუდვის ლეგიტიმური მიზნისთვის. შესაბამისად, ამ კანონის მოქმედების ვადის გაგრძელება არ შეიცავს არავითარ რისკებს, ამაზე საუბარიც ზედმეტია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

ცნობისთვის, ამ წუთებში პარლამენტში  „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონს განიხილავენ.

პარლამენტმა აღნიშნული კანონი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მიიღო და კონკრეტული ღონისძიებები განსაზღვრა, რომელთა მოქმედების ვადად 2020 წლის 15 ივლისი განისაზღვრა.

კანონის მიხედვით,  მთავრობას  შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხაების გარეშეც შეეძლება.

თეგები: ირაკლი კობახიძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „ნაცმოძრაობაზე“: უმძიმესი ავტორიტარული რეჟიმი, ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი – ეს ყველაფერი ნამდვილად აკლია ისტორიის სახელმძღვანელოს

დეკემბერი 7, 2021
771
პოლიტიკა

სააკაშვილი იმდენ ტყუილს ამბობს, არ ვიცი რა დავარქვა, „პინოქიო“ ან „ბურატინო“ უფრო მოუხდება – ირაკლი კობახიძე 

ნოემბერი 30, 2021
805
პოლიტიკა

საერთაშორისო პარტნიორის სურვილია, მოხდეს პოლარიზაციის ხარისხის შემცირება – ირაკლი კობახიძე

ნოემბერი 24, 2021
783

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია