ნამდვილად შეთანხმებისკენ სვლა, ჩემი აზრით, უნდა გვინდოდეს ყველას და ეს უნდა ქართულ საზოგადოებას. მეორე, მათ მოვუწოდებ, იყვნენ უფრო კომპრომისულები და რეალურად აღიქვან სიტუაცია, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„სჯობს, ზედმეტ ლაპარაკს, დავსხდეთ და რეალურად შევთანხმდეთ. ამ დოკუმენტში უნდა იყოს ხუთივე საკითხი, მათ უნდათ, რომ ამოაგდონ ამ დოკუმენტიდან ნაწილი საკითხების. ეს ვერ მოხდება ვერც ერთ შემთხვევაში, ხუთივე საკითხი უნდა იყოს და ხუთივე საკითხთან დაკავშირებით უნდა შევთანხმდეთ. გუშინდელი განცხადება გავაკეთე არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით აუდიტორიისთვის, არამედ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის და მეგობრებისთვის. ერთი, რომ ვაჩვენეთ ჩვენი მზაობა მოლაპარაკებისთვის და მეორე, მიმაჩნია, უსასრულოდ ეს პროცესი ვერ გაგრძელდება და დროულად სჭირდება გადაწყვეტა ამ სიტუაციას. იმედი მაქვს, იქნება მომავალ კვირაში, მაქსიმუმ იმის იქითა კვირაში, მეტი უსასრულოდ ხომ ვერ გრძელდება ეს პროცესი, ამიტომ დროულად უნდა მივიდეთ შეთანხმების წერტილამდე“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.










