დუბაიში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის გამოყენებით კორონავირუსის წინააღმდეგ მოსახლეობის ვაქცინაცია იწყება.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
დუბაის ჯანდაცვის ორგანოს ინფორმაციით, ვაქცინაციის პირველ ეტაპზე 60 წლის და ზემოთ ასაკის პირები, ასევე ქრონიკული დაავადების მქონე 18 წელს ზემოთ მოქალაქეები აიცრებიან.











