ინციდენტი პანკისის ხეობის სოფელ დუისელ და მატნელ ახალგაზრდებს შორის ამოწურულია- ამის შესახებ, ხეობის უხუცესმა, ხასო ხანგოშვილმა, სოფელ დუისში, სოფლის ახალგაზრდებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„ამოიწურა ინციდენტი. ორივე მხარე დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან და პრობლემას ამოწურავენ. ასე შევთანხმდით“,- განაცხადა ხანგოშვილმა.
პროცესი, რომ მშვიდობიანად უნდა დასრულდეს, ამაზე დუისელი სამოქალაქო აქტივისტებიც საუბრობენ.
„სულხან ბორძიკაშვილი განმარტავს, რომ რამდენიმე კერძო პირის დაპირისპირება, სოფლებს შორის პრობლემად არ უნდა იქცეს.
არ შეიძლება, ორი კერძო პირი ჩხუბობდეს, ეს სოფლებს პრობლემად ექცეს და ამის გამო, ასი კაცი ჩხუბობდეს ერთმანეთთან“, – განაცხადა ბორძიკაშვილმა.
ამ წუთისათვის მოლაპარაკება დუისში დასრულებულია და გზა გახსნილია.
მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესს, კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ზურაბ ბერიკაშვილიც ესწრებოდა.
შერიგების კონკრეტულ თარიღს მხარეები თავად გადაწყვეტენ.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი
ასევე დაგაინტერესებთ:
სოფელ დუისში ახალგაზრდებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა – ადგილზე მობილიზებულია პოლიცია
დუისში, დაპირისპირების დროს მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმა სცემეს











