„რაც ბათუმში მოხდა, არის სამარცხვინო საქციელი. ძალადობა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების, თუნდაც არასწორი გადაწყვეტილების გამო, რაგინდ მიუღებელიც არ უნდა იყოს იგი, არის ბოლშევიზმი.”, – ასე გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე ბათუმში აქციაზე მომხდარ ფაქტს, რომლის დროსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს თავზე ნაგავი დააყარეს.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ირაკლი ჩავლეიშვილს ერას მოედანზე ნაგვის ურნიდან ნაგავი თავზე დააყარეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში კობა ხაბაზი წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატს თავზე ნაგავი „ნაციონალურ მოძრაობასთან” აფელირებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტერნატივას” წევრებმა დააყარეს.










