„ძალიან დატვირთული საგაზაფხულო სესია გვექნება”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
“კომიტეტები მუშაობენ მთელი წლის გეგმაზე, სადაც ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები და ინიციატივები იქნება წარმოდგენილი, რომელსაც ჩვენ საზოგადოებას უახლოეს მომავალში ერთად გავაცნობთ. ასევე, რეგლამენტის თანახმად, ვგეგმავთ გასული წლის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენას“, – განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, ხვალ პარლამენტი 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს.











