ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე კოროანავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე აიცრა.
„ძალიან კარგად გრძნობ თავს, საერთოდ არაფერი მიგვრძნია, ძალიან სასიამოვნოა და ვულოცავ საქართველოს, რომ დაიწყო ვაქცინაცია. უნდა ვიყოთ იმედით და განსაკუთრებით მინდა ვთქვა, რომ გუშინ იმდენი მესიჯი მოდიოდა ამ ვაქცინასთან დაკავშირებით, რომ არ უნდა ავიცრათ. არა ბატონო, ძალიან კარგია, ამ ვაქცინით აიცრა ძალიან ბევრი ქვეყანა. გუშინ უკვე განაცხადეს, რომ არანაირ გართულებასთან კავშირი ამ ვაქცინას არ აქვს და მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, რომ გაიკეთონ ვაქცინა.
კორონავირუსი საწინააღმდეგო ვაქცინით უკვე აიცრა პაატა იმნაძეც.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის (ასტრაზენეკა) 43 ათასი დოზა 13 მარტს შემოიტანეს.
ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია:
რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/
რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://fb.watch/4c2mI8hKtj/+











