„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ზუგდიდში აქტივის წევრებთან შეხვედრა დაასრულა.
როგორც შეხვედრის შემდეგ ნიკა მელიამ განაცხადა, პარტიაში ბევრი განსხვავებული აზრია.
„ბევრი სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხია, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ და რაზეც შევთანხმდით. ის, რომ პარტიაში არის განსხვავებული მოსაზრებები, მიხარია, ასეთი პარტია მინდა ავაშენო, სადაც ერთი, ორი და სამი ადამიანის გარშემო კი არ იქნება გაერთიანებული – ეს არის მარცხი. იქნება გაერთიანებული რეალურად იდეების, ღირებულებების და ფასეულობების გარშემო და არ იქნება ვერტიკალური მართვა, თუმცა რა თქმა უნდა ლიდერს აქვს თავისი წონა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
ხშირად ის უკეთ ხედვას, ვიდრე მისი თანაგუნდელები, რომლებიც შესაძლებელია იყვნენ მოწყვეტილნი მოლაპარაკებების მაგიდას და ამისთვის რა ხდება, უნდა ჩამოვიდე, შევხვდე ჩემს მეგობრებს, გავცვალოთ არგუმენტები და ამის შემდეგ მივიღოთ გადაწყვეტილება, ეს გავაკეთე უკვე ზუგდიდში, ჩემს უსაყვარლეს ზუგდიდში, სამეგრელოში, სადაც გული მწყდება, რომ ასეთ სოციალურად აუტანელ მდგომარეობაშია.
სადმე თუ შეიძლება ნაკლებად უჭირდეს დღეს საქართველოს მოქალაქეს ბევრი მიზეზის გამო, ეს არის სამეგრელო. მაგრამ პირიქით ხდება, იმიტომ რომ ამ ქვეყანას, ამ რეგიონს, ამ ქალაქს ხელისუფლება არ ჰყავს. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ აქ, ადგილობრივ დონეზე. აქ ვსაუბრობდით ჩვენ მხოლოდ ერთ საკითხზე, აქედან მივემგზავრები აჭარაში, შემდეგ დავბრუნდები თბილისში და რამდენიმე საკითხზე მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა ნიკა მელიამ.
ავტორი: თეა შონია











