„ძალიან საინტერესოა მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს შორის უფრო მეტ კოორდინაციაზე და არჩევნებზე საერთო ფრონტით გასვლას გულისხმობს“, – ასე ეხმაურება გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი გიორგი ვაშაძე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდებს.
„მე და „ახალი საქართველოს“ გუნდი ვიყავით ერთ-ერთი ინიციატორები და ვრჩებით ოპოზიციური ძალების კონსოლიდაციისა და გამარჯვების იდეის გარშემო ერთიანობის მომხრე.
ვთვლით, ნებისმიერი იდეა და წინადადება რომელიც ამ მიზანს ემსახურება მისასალმებელი და მისაღებია ჩვენთვის.
შესაბამისად, ძალიან საინტერესოა მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს შორის უფრო მეტ კოორდინაციაზე და არჩევნებზე საერთო ფრონტით გასვლას გულისხმობს.
ამასთან, კოორდინაციის პირველ ეტაპად მიგვაჩნია მაჟორიტარობის საერთო ოპოზიციურ კანდიდატებზე შეთანხმება.
ძალა ერთობაშია და არა დაპირისპირებასა და ურთიერთწინააღმდეგობაში, მეგობრებო!“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.










