იაგო ხვიჩიას თქმით, დღეს პარლამენტთან გამართული აქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო წახალისებული, რაც ძალიან უხერხულია.
„ძალიან უხერხულია „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან მსგავსი აქციების წახალისება, როგორიც იყო დღეს პარლამენტთან. ამ დარბაზში რომ შემოვლენ, მოუწევთ კითხვებზე პასუხის გაცემა, რა სპექტაკლებს დგამდნენ. ზოგადად ასეთი ტიპის აქციების და დახვედრების მიზანი არ არის მტყუან-მართლის გარჩევა. ამ ხალხს არ აინტერესებს მტყუან-მართალი.
ამ პროცესის არ გაგება და არ შემჩნევა, სადაც ახლა ვართ, არ არის სწორი. ის ადამიანები ამ დარბაზში კარგი მიზნებისთვის შემოვიდნენ, მათ შორის ბატონი რურუას გათავისუფლების მიზნით,” – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისთვის, დღეს ოპოზიციონერ ლიდერებს პარლამენტში შესვლა აქციის ფონზე მოუწიათ, აქციის მონაწილეები ხმამაღალი შეძახილებით სკანდირებდნენ და ოპოზიციონერ ლიდერებთან მცირე დაპირისპირებაც ჰქონდათ. მონაწილეები ხმამაღალი შეძახილებით ლიდერებს მიმართავდნენ – „რატომ მიგვატოვეთ“, „მოღალატე“.










