კორონავირუსის დადასტურების შემდეგ მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე შემდეგი პოსტი გამოაქვეყნა:
„ბელგრადში დავბრუნდით. კორონავირუსზე ჩემი პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ისევე როგორც ელენასი. ბავშვების პასუხი ტესტზე უარყოფითია. 14 დღე თვითიზოლაციაში ვიქნებით და 5 დღის შემდეგ ტესტირებას კიდევ ჩავიტარებთ.
ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენმა ტურნირმა ამხელა ზიანი მოიტანა. ყველაფერი რაც მე და ჩემმა ორგანიზატორებმა გასულ კვირას გავაკეთეთ წრფელი გულითი იყო. გვეგონა, რომ ტურნირში ყველა საჭირო რეკომენდაცია იყო დაცული. ვფიქრობდით, რომ ჩვენს რეგიონშიც კარგი სიტუაცია იყო და შეიძლებოდა ადამიანები ფილატროპული მიზნებისთვის გაერთიანებულიყვნენ. შევცდით. ბოლომდე ვერ გამოვთქვამ რამდენად ვწუხვარ ამ ყველაფრისა და ვირუსის თითოელი ახალი შემთხვევის გამო.
თუ თქვენ Adria Tour-ს ესწრებოდით, ძალიან გთხოვთ გაიკეთეთ ტესტი ვირუსზე და სოციალური დისტანცია დაიცავით.
ტურნირი გაუქმებულია. ფოკუსირებულები ვართ იმ ადამიანებზე, რომელთაც კორონავირუსი დაუდგინდათ. ვლოცულობ, რომ ყველა მალე გამოჯანმრთელდეს და კარგად იყოს“,- წერს ჯოკოვიჩი.
— Novak Djokovic (@DjokerNole) June 23, 2020
შეგახსენებთ, რომ ჯოკოვიჩის ინიციატივით, კორონავირუსის პანდემიის დროს Adria Tour-ი ჩატარდა. მისი თქმით, ეს ტურნირი სპორტსმენებს ფორმის აღდგენაში დაეხმარებოდა.











