ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ვიზიტორებისთვის 2 დღით დაიხურა – მიზეზი ძლიერი ქარია. ინფორმაციას ამის შესახებ ბაღის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, ბოტანიკურ ბაღში რამდენიმე გამხმარი, დაზიანებული ხეა, რის გამოც, ძლიერი ქარის დროს აქ გადაადგილება სახიფათოა. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღებაც დამთვალიერებლების უსაფრთხოების გამო მოხდა.
ბოტანიკურ ბაღში უახლოეს დღეებში ათამდე გამხმარი მცენარის მოჭრა შესაბამისი კომისიის დასკვნის საფუძველზე იგეგმება.
ავტორი: თეა შონია









