რამდენიმე დღის წინ, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღიდან ღამის საათებში 2 250 ლარის ღირებულების ელექტრო მოპედი მოიპარეს. ბაღის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მოპედი გასული წლის დეკემბერში შეიძინეს.
შსს სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.
უწყებაში განმარტავენ, რომ აღნიშნული ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათგან ერთი გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდა, ხოლო მეორეს მიმართ მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები.
ავტორი: თეა შონია











