ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ცენტრალურ გამზირზე მორაობა პარალიზებულია. მიზეზი ისაა, რომ ძლიერი ქარის გამო ცენტრალურ ხეივანზე ხის წაქცევის საშიშროებაა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ქუჩა ორივე მხრიდან ჩაკეტილია. ამ წუთებში ჯგუფი მუშაობს იმისთვის რომ ხის ტოტები მოჭრან.
მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, მოძრაობა გამსახურდიას გამზირზე შეზღუდულია.
ავტორი: თეა შონია











