ლენტეხის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგად, მოსახლეობას საკარმიდამო ნაკვეთები დაუზიანდა.
რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის, არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, გამთენიისას ძლიერი სეტყვისა და ქარიშხლის შედეგად მოსახლეობის პრობლემები შეექმნა, მოთხრილია ხეები და ჩახერგილია სოფელში უბნებთან მისასვლელი შიდა გზები.
დაზარალებულია მუნიციპალიტეტის 6 სოფელი.











