ხარისხიანი ვაქცინის უსაფრთხოდ მოწოდების პროცესში ძალიან დიდ დახმარებას გვიწევს ევროკავშირი, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, რომლებმაც დღეს გადმოგვცეს დამატებით ინვენტარი, რათა მასობრივი ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობდეს ტექნიკურად გამართულ გარემოში, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ინვენტარის გამოყენების შესაძლებლობა საქართველოს უახლოეს მომავალში ექნება.
გარდა ამისა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ საქართველოში არ არის დასაკარგი ძვირფასი დრო და დროულად უნდა აიცრან.
მან მადლობა გადაუხადა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციას, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ცენტრალურ ოფისს, რომლებმაც საქართველოს ეხმარებიან, როგორც ვაქცინაციის პროგრამის დაგეგმვაში, ასევე განხორციელების პროცესში“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
თამარ გაბუნიას თქმით, სინოფარმზე მომართვიანბობამ იკლო. თუმცა ვარაუდობს, რომ ეს „ფაიზერის“ მოლოდინმა გამოიწვია.
„ძვირფას დროს ვკარგავთ მოლოდინის პროცესში – „სინოვაკი“, „სინოფარმი“, „ასტრაზენეკა“ მაღალი ეფექტურობისაა“, – განაცხადა გაბუნიამ.











