კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ე.წ კომენდანტის საათი ძალაში რჩება. მოქალაქეებს 21:00 საათის შემდეგ სპეციალური საშვის გარეშე გადაადგილება კვლავ ეკრძალებათ.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით:
8 თებერვლიდან ფუნქციონირებას ბაზრობებიც დაიწყებენ;
ტრანსპორტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 8 თებერვლიდან გაიხსნება;
თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებში სასწავლო პროცესი 15 თებერვლიდან განახლდება;
15 თებერვლიდან კვების ობიექტები, რესტორნები ღია სივრცეში ამოქმედებას შეძლებენ;
პრემიერის განცხადებით, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები შაბათ-კვირას შენარჩუნდება.











