fbpx
19/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ეკატერინე ტიკარაძე ამბობს, რომ უნდა გამოიძიონ, რატომ აგზავნიან ექიმები პაციენტებს „შავ ბაზარზე“ „ტოცილიზუმაბის“ 4-ჯერ უფრო ძვირად შესაძენად

13:29 სექტემბერი 3, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
767
ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კლინიკები პრეპარატ „ტოცილიზუმაბის“ მარაგების შესახებ ინფორმირებულები არიან და მათ პრეპარატის შესაძენად პაციენტების ახლობლებს არ უნდა მიმართონ.

მინისტრი კლინიკების ხელმძღვანელებს სთხოვს ექიმებს მიაწოდონ სათანადოდ ინფორმაცია, რათა მათ პაციენტების ახლობლები „ტოცილიზუმაბის“ 4-ჯერ ძვირად შესაძენად ე.წ. „შავ ბაზარზე“ არ გაუშვან.

„თქვენ იცით, რომ სახელმწიფო პრეპარატ „ტოცილიზუმაბის“გამოყენების ხარჯებს ანაზღაურებს და ასევე, ისიც, რომ პრეპარატის შემსყიდვებელი ხართ თქვენ, კლინიკების ხელმძღვანელები. ძალიან ვწუხვარ, როცა სოციალურ ქსელში და სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით ჩვენ გვესმის, თუ როგორ მიმართავენ ამა თუ ინ კლინიკის ექიმები პაციენტებს „შავ ბაზარზე“ ამ მედიკამენტის 4-ჯერ უფრო ძვირად შესაძენად. ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი. ამ ფაქტით სხვადასხვა სტრუქტურები არიან დაინტერესებულები. მათ უნდა გამოიძიონ რატომ ხდება პაციენტების პატრონების იმ კრიტიკულ პერიოდში, როცა მათი ემოციური მდგომარეობა ყველაზე მაღალია, გაგზავნა შავ მომწოდებელთან თუ გამსაღებელთან. მათ 4-ჯერ ძვირად უწევთ ამ პრეპარატის შეძენა, მაშინ როცა ძალიან კარგად ვიცით, თუ რომელ კლინიკებშია მარაგი მობილიზებული. საჭიროების შემთხვევაში ყველას აქვს საშუალება მიმართოს კოლეგა ექიმს, კოლეგა კლინიკას იმისთვის, რომ მოხდეს ამ პრეპარატის დაუყოვნებლივ მიწოდება ამ კლინიკისთვის და ამ მედიაციაში სამინისტროს მხრიდან ძალიან ხშირად ვართ ჩართულები.

მე ძალიან გთხოვთ, კიდევ ერთხელ, ნუღარ დაფიქსირდება მსგავსი ფაქტი. სამინისტრო ყოველთვის დგას თქვენ გვერდით და თუ ვერ ხდება ერთმანეთთან კომუნიცირება, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ეს პრობლემა პაციენტის სასარგებლოდ გადაიჭრას. შევეცადოთ, ექიმების დონეზე ჩავიტანოთ ეს ინფორმაცია. არ არის საჭირო პაციენტის პატრონებზე ემოციური ზემოქმედება, ეს არის ჩვენი ტვირთი, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და სწორედ ჩვენ უნდა გადავჭრათ ეს პრობლემები.

ამასთან, კიდევ ერთი ფაქტი, შარშანდელთან შედარებით, როცა ეს პრეპარატი არათუ საქართველოს, არამედ მსოფლიო ბაზარზეც არ იყო და არ გამოიყენებოდა, ლეტალობის მაჩვენებელი გვქონდა იგივე, დღესაც ლეტალობის მაჩვენებლი არ შემცირებულა. დასკვნა არის ერთი – ეს პრეპარატი უნდა გამოვიყენოთ სწორად შერჩეულ პაციენტზე, სწორი დანიშნულებით. ეს არის კლინიკური ნაწილი და კლინიკურ ნაწილში როგორც საავადმყოფოს მენეჯმენტი, ასევე სამინისტროს მხრიდან მენეჯმენტი არ ერთვება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს კარგი პრაქტიკა სამომავლოდაც იქნება შენარჩუნებული“, – განაცხადა ტიკარაძემ.

თეგები: ეკატერინე ტიკარაძე

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ლევან დავითაშვილი: მისასალმებელია, რომ ეკატერინე ტიკარაძე პარტიაში მოღვაწეობს აგრძელებს

დეკემბერი 10, 2021
858
მთავარი ამბავი

მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ – კახა კალაძე ეკატერინე ტიკარაძის გადადგომაზე

დეკემბერი 10, 2021
797
საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრი: სიკვდილიანობას ამცირებს ვაქცინაცია და მნიშვნელოვანია, რომ 60 წელს ზევით მოქალაქეები იყვნენ მაქსიმალურად აცრილები

ნოემბერი 25, 2021
868

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია