ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე კიდევ ერთხელ განმარტავს, მოიხსნება თუ არა უახლოეს მომავალში კომენდანტის საათი.
როგორც ტიკარაძე ამბობს, ამ დროისთვის ამ შეზღუდვის მოხსნა არ იგეგმება.
„კომენდანტის მოხსნის რესურსი ამ ეტაპზე არ არსებობს, ვინაიდან ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ მესამე ტალღის პიკის მაჩვენებელი იქნება და იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, აუცილებელი არის ეს შეზღუდვა“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.











